суббота, 10 января 2015 г.

2014 წლის 23 დეკემბერს შუაფხოს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული სადემონსტრაციო გაკვეთილი. განხორციელდა ორი საგნის - გეოგრაფიისა და ისტორიის ინტეგრირება. გაკვეთილი ჩაატარეს პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" პედაგოგებმა ნესტან ხორხომელიძემ და დავით ჩივაძემ.  თემად შერჩეულ იქნა "ვულკანი". 
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს დაედგინათ ვულკანების გამომწვევი მიზეზები, მათი გავრცელების არეალები, საკითხის თვალსაჩინოებისათვის განეხილათ ერთი კონკრეტული ისტორიული ფაქტი , ემსჯელათ შედეგებზე. ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით იყო შედგენილი გაკვეთილის გეგმა.
გაკვეთილი დაიწყო ონლაინ პრეზენტაციით PowerPoint-ში. მოსწავლეებმა იხილეს ანტიკური ქალაქი პომპეი, რომელიც ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაიმარხა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განხორციელდა გონებრივი იერიში: "რომელმა ბუნებრივმა მოვლენამ გამოიწვია ეს ტრაგედია?". პასუხების მიღების შემდეგ , გეოგრაფიის მასწავლებელმა კლასი გაყო ორ წყვილად და დაურიგა მასალები. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია. ისტორიის პედაგოგმა მოსწავლეებს ჯგუფური სამუშაო მისცა, ეს იყო პლინიუს უმცროსის წყარო, რომელი ვეზუვის ამოფრქვევაზე მოგვითხრობდა. . როდესაც წყაროზე მუშაობა დასრულდა , ისტორიის პედაგოგებს მასწავლებელმა წარმოუდგინა პრეზენტაცია PowerPoint-ში: "ვეზუვის ამოფრქვევა". გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე მოეწყო მინი-დისკუსია. მოსწავლეებმა შეაფასეს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული შედეგები.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების სქემები. დამსწრე პედაგოგებმა შეავსეს შეფასების სქემები და გააკეთეს კომენტარი:
მაიკო კუწაშვილი: "გაკვეთილი იყო მიზნობრივი, აქტივობები სწორად იყო შერჩეული, ინტეგრირება კარგად იყო წარმოდგენილი. ელექტრონულმა პრეზენტაციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გაკვეთილი შემეცნებითი გახადა"
ვალიდა ბაგაური: " ინტეგრირებული გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო თემატურად და შინაარსობრივად. მოსწავლეებმა მიზნობრივად გამოიყენეს ერთ სააგნში ნასწავლი მეორე საგანში, რესურსები სწორად იყო გამოყენებული. მართებულად იყო განაწილებული დრო"
ია ფრიდონაშვილი: " საინტერესო გაკვეთილი იყო , მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. პედაგოგები მუშაობდნენ შეთანხმებულად "
ირინა კალანდაძე :  " ვულკანის ამოფრქვევაზე ისტორიის და გეოგრაფიის ინტეგრირება კარგად იყო წარმოდგენილი. მრავალფეროვანმა რესურსებმა უფრო საინტერესო და შემეცნებითი გახადა გაკვეთილი, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე დამსწრეებისათვის"
გაკვეთილის შემდეგ პედაგოგებმა-ნესტან ხორხომელიძემ და დავით ჩივაძემ  სქემით გააანალიზეს საგაკვეთილო პროცესი, იმსჯელეს დადებით მხარეებსა და ხარვეზებზე და დაგეგმეს სამომავლო პრიორიეტტები. 


Комментариев нет:

Отправить комментарий